„დოპელმაიერის” რეგიონული კოორდინატორი: გვიხარია, რომ ვიქნებით იმ პროცესის მონაწილეები, როცა საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე

“ვიწყებთ მზადებას 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოში ზამთრის ტურიზმს ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და, ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში”, – ამის შესახებ „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის” რეგიონულმა კოორდინატორმა, ვალერი იაშინმა ბაკურიანში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომლის ფარგლებშიც „დოპელმაიერსა” და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას” შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის შესახებ.
„ვიწყებთ მზადებას 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოში ზამთრის ტურიზმს ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და, ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში. „დოპელმაიერს” საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოლიმპიურ კომიტეტთან ტრადიციად ქცეული წარმატებული თანამშრომლობა აქვს, რითაც ვამაყობთ, თუმცა, იმავდროულად, ეს გარემოება უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ბაკურიანში აღნიშნული პროექტის განხორციელებისას”, – განაცხადა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის” რეგიონულმა კოორდინატორმა
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, „დოპელმაიერმა” შეიმუშავა ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩამოიტანს ბაკურიანში. ვალერი იაშინის თქმით, პროექტის სახელწოდებაა D-line და მას უამრავი უპირატესობა აქვს როგორც გამოყენების, ისე – ოპერირების თავალსაზრისით.
„მსურს, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში „დოპელმაიერი” მხოლოდ საუკეთესო პროდუქციასა და შესაბამის მომსახურებას ჩამოიტანს. მინდა, თითოეულ ჩვენგანს წარმატება ვუსურვო, ვინაიდან სწორედ ახლა იწყება ყველაზე რთული სამუშაო. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო, კერძოდ, ბაკურიანი, საუკეთესოდ უმასპინძლებს 2023 წლის ჩემპიონატს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ მონიშნავს ქვეყანას სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე და გვიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვიქნებით”, – აღნიშნა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის” რეგიონულმა კოორდინატორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები