„უბედურება, რომელიც მათ დაატყდათ თავს, არის შემზარავი!“ – გასაჭირში მყოფ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

ორი და, ორი უბედური ადამიანი, მარტოხელა და ყველასგან დავიწყებული ქალბატონი! უბედურება, რომელიც მათ დაატყდათ თავს, არის შემზარავი!
ერთი 60 წლის არის, მეორე კი – 57-ის. ერთი საწოლს მიჯაჭვული აუტანელ ტკივილებს უძლებს, მეორე კი დაჩირქებული და სისხლმდენი ფეხის გამო ძლივს დადის.
სიცოცხლის დღეებს დები მანანა და ანგელინა გაჭირვებაში, სიმარტოვესა და მუდმივ განსაცდელში ატარებენ! მათ არავინ ჰყავთ, ოჯახი არ შეუქმნიათ, შვილებიც არ ჰყავთ, დედ-მამა დიდი ხანის წინ გარდაეცვალათ. მდგომარეობა, რომელშიც ეს დები აღმოჩნდნენ, მათ სიცოცხლეს აუტანელს ხდის.
„წითელი ქარი მაწუხებს“, – ამბობს ანგელინა. „ფეხები დასივებული მაქვს, ნახეთქებიდან სისხლი მომდის, თავბრუ მეხვევა, მთელი სხეული მტკივა. მაგრამ უფლის წყალობით ვუძლებ, აბა სხვა რა დამრჩენია, მანანას ხომ უნდა მოვუარო. გუშინ გადავწყვიტე თეთრეული გამომეცვალა მისთვის. ძლივს გადავიყვანე სკამზე, თავბრუ დამეხვა და იატაკზე დავეცი. ვტიროდი, ვცდილობდი, მაგრამ ვერ ავდექი, საშველადაც ვუხმობდი ვინმეს, ჩემი დაც ტიროდა… და უცებ, ღმერთო ჩემო, თქვენ ექთანს ეკას ვხედავ. ეს იყო ჩემი ხსნა. ამ ოთახში ეკას და თქვენი ექიმის გარდა ხუთი წელია არავინ შემოსულა. კიდევ თქვენი სოცმუშაკი ალბინა მოდის ხოლმე, საოცარი გოგოა. თქვენ იმდენს აკეთებთ ჩვენთვის, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ჩვენ რომ ცოცხლები ვართ, თქვენი ფონდის დამსახურებაა. დიდ პატივს ვცემ ლეონიდ ჩერნოვეცკის, ის გადარჩენაში გვეხმარება“.
– თქვენ უფროს დას რა აწუხებს?
ანგელინა: მანანას 30 წლის წინ კახექსია დაემართა. საშინელი დაავადებაა -ორგანიზმი იფიტება და სუსტდება. მას ხელ-ფეხი წაერთვა და ჩაწვა. მკურნალობამ უშველა, ის გადარჩა, მაგრამ ფეხზე ვეღარ დგება. ამას გულის უკმარისობა დაემატა… ერთი სიტყვით, საუკუნის მეოთხედი ის სრულიად უმწეოდაა, საუკუნის მეოთხედი მან ამ დახუთულ ოთახში გაატარა!
– მანანა, შეიძლება თქვენი ახალგაზრდობის ფოტო ვნახოთ?
მანანა: ერთი ფოტო შემომრჩა. აი ისიც, ტუმბოზე დგას, 30 წელია ჩემთვის ფოტო არავის გადაუღია, პირადობის მოწმობის ფოტოს თუ არ ჩავთვლით.
– ფოტოზე ნამდვილი მზეთუნახავი ხართ…
მანანა: ეჰ, იყო დრო როდესაც „მსახიობს“ მეძახდნენ, მამაკაცები თვალს მაყოლებდნენ, მე კი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდი და აი, დავრჩი მარტო, ავადმყოფი და ბებერი, არავის ვჭირდები და სულ მოვთქვამ. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ რა ვქნა…
– რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად?
ანგელინა: ძალიან გვჭირდება მაცივარი, პატარა და ძველი მაინც. საჭმელი, რომელსაც ძლივს, წვალებით ვამზადებ, სიცხეში მიფუჭდება და გადაყრა მიწევს. სოციალური დახმარება – 60 ლარი და პენსია; მთელი ჩვენი შემოსავალი წამლებსა და საკვებზე მიდის.
– ასეთ მდგომარეობაში ალბათ სასოწარკვეთაში ვარდებით?
მანანა: სიკვდილი და იმ ქვეყნად გამგზავრება მინდა, ჩემს მშობლებთან მაინც ვიქნები. ისე მომენატრა დედ-მამა…
ანგელინა: არა, დაიკო! ჯერ ადრეა სიკვდილი, თან თუ მოვკვდებით, ერთად მაინც მოვკვდეთ. უერთმანეთოდ ვერ ვიცხოვრებთ!
– გვითხარით, რაზე ოცნებობთ, რა გინდათ ყველაზე მეტად?
მანანა: მე გარეთ გასვლა მინდა, ხეებს შევხედავდი, მზის სხივებს შევეგებები, სუფთა ჰაერს ჩავისუნთქავდი. ჩვენი სახლი ხომ წამლის სუნითაა გაჟღენთილი, დღის შუქი კი ჩემს ოთახამდე თითქმის ვერ აღწევს.
ანგელინი: მე ხელჯოხზე ვოცნებობ, რომ შედარებით ნორმალურად გავიარო, მქონდა ადრე, მაგრამ გამიტყდა.
მეგობრებო, ნებისმიერი, ყველაზე მცირე თანხითაც კი თქვენ, ამ ქალბატონების ტანჯვის შემსუბუქება შეგიძლიათ. ხოლო თუ გაქვთ სურვილი და არ გაქვთ მატერიალური შესაძლებლობა, გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რათა ანგელინასა და მანანას შესახებ თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
ჩერნოვრცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანგელინა და მანანა).
თანხის გადარიცხვა თქვენ, ასევე, ჩვენი ვებგვერდიდანაც შეგიძლიათ https://chernovetskyifund.ge/ge/projects/496-am/.
წყარო: „ჩერნოვეცკის ფონდი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები