გორი-კასპის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

საავტომობილო გზის გორი-კასპის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“კვირას” ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი და შუახნის ქალი გარდაიცვალა. საჭეს 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა. მას, სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა და სწორედ ამ დროს გადავიდა ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები