ზუგდიდის მერიიდან 25 თანამშრომელს გაათავისუფლებენ

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, შემცირდა საშტატო ნუსხა,  ვისი სამუშაო აღწერილობაც ერთნაირი იყო.
ზუგდიდის საკრებულომ 25 ივლისს მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იცვლება მერიისა და საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა. რეორგანიზაციის შედეგად მცირდება საშტატო ნუსხა. ათის ნაცვლად  ცხრა სამსახური იფუნქციონირებს. ასევე, გაერთიანდება რამდენიმე განყოფილება.
აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ ხელფასები გაეზრდებათ პროფესიულ საჯარო მოხელეებს.
ზუგდიდის მერიის 25 თანამშრომელი სამსახურს 12 სექტემბრიდან დატოვებს.ზუგდიდის მერიაში რეორგანიზაცია 28 ივნისს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები