„რუსთავი2-ის“ დავალიანებასთან დაკავშირებით ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული”

„რუსთავი2-ის“ დავალიანებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

„არ ვიცი ჯერ. ვიცი, თანხა საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჯერჯერობით, ამაზე საუბარი არ არის.
არც მოუმართავს არავის ვალების ჩამოწერაზე, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ იოლი გადასახდელი არ იქნება ეს ვალები და ამას უნდა რაღაც  გადაწყვეტა.  რა გადაწყვეტა იქნება, ამას შევიმუშავებთ, მათ შორის, ტელეკომპანიებთან ერთად”, – აცხადებს მაჭავარიანი.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედის“ ვალების ჩამოწერას – მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე არ არის საუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები