“ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა, ნატო-ს ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა” – რას იხსენებს ნატო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი აგვისტოს ომზე

“ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატო-ს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას აცხადებს.
ვოლკერი აღნიშნავს, რომ არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა ნატო-ს ამ მარტივ განცხადებაზე დათანხმება.
“ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის იყო, რომ დასავლეთ ევროპას არ სურდა ამ საკითხისთვის თავის გართმევა. ელჩად დავინიშნე და ნატო-ში 11 აგვისტოს ჩავედი, როცა ომის დაწყების შემდეგ ნატო-ს საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბრიუსელში ვერ ჩამოვიდა, რადგან ომის გამო თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მის ნაცვლად საქართველოს ელჩს ვესაუბრეთ.
ჩემს ნატოელ კოლეგებს შევთავაზე, რომ გამოგვექვეყნებინა ნატო-ს განცხადება იმაზე, რომ ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომ ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ იმ პოზიციებზე, რომელიც ჰქონდათ 2008 წლის 6 აგვისტომდე და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის დაუყოვნებელ შეწყვეტას და, ასევე, მხარს ვუჭერდით პრეზიდენტ სარკოზის მიერ გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მოლაპარაკებას.
ჩემს არცერთ ევროპელ კოლეგას სურდა ნატო-ს ამ მარტივ განცხადებაზე დამთანხმდებოდა. ამბობდნენ, რომ ამის დრო არ იყო, რომ ლიდერები დასასვენებლად იყვნენ წასულები, რომ ეს ყველაფერი რთული იყო. ვერ ვთანხმდებოდით ტექსტზე და ა.შ. ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ მაშინ, როცა ვიცოდით, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მიდიოდა, ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ნატო-ს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რადგან არ გვსურდა „კონფლიქტის მილიტარიზება“​.
მაშინ გადაწყვიტე, რომ თუ დასვლეთ ევროპასთან ვერაფერს გავაწყობდით, მე,როგორც ამერიკის ელჩს ნატო-ში, ხმამაღლა უნდა მელაპარაკა და ეს იყო მნიშვნელოვანი. ამიტომ ყველა დასავლეთ ევროპული ტელევიზიის საშუალებით, იქნებოდა ეს ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ბრიტანეთის თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მედია, მე ამეხსნა თუ რა ხდებოდა საქართველოში, რომ საჭირო იყო ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა. რამდენიმე კვირაში საქართველოში ჩავედით და იქაც იგივე გავაკეთე.
ქართველი ჯარისკაცების ერაყიდან საქართველოში დაბრუნებამ იმისთვის, რომ მათ საკუთარი სამშობლოს დაცვა შესძლებოდათ, ამერიკული საესკადრო ნაღმოსნების შავ ზღვაში შეყვანამ, კონლოდიზა რაისისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ყოფნამ და საჯარო სივრცეში ამ თემაზე საუბარმა ხელი შეუწყო რუსეთის წინსვლის შეჩერებასა და კონფლიქტის სტაბილიზებას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ვფიქრობ, ვითარება გაუარესდებოდა.
დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას აგრძელებს, საქართველო, როგორც ქვეყანა, წინ მიიწევს. ამიტომაც იმსახურებს და ამიტომაც სჭირდება საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა”, – აცხადებს ვოლკერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები