ბავშვის დედამ, რომელიც ძიძას ჩვილზე ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციის შენობა დატოვა

ბავშვის დედამ, რომელიც ძიძას ჩვილზე ზეწოლაში ადანაშაულებს ფოთის პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძიძა ჩვილზე ძალადობს. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად ნახა. ვიდეომასალა ინტერნეტში დედამ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები