როდემდე აქვთ სტუდენტებს მობილობის განაცხადის წარსადგენად ვადა

სტუდენტებს სასურველ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლისთვის რეგისტრაციის ვადა 21 აგვისტომდე აქვთ.
2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობის ვადების თანახმად, მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია 2019 წლის 31ივლისს დაიწყო და 21 აგვისტოს 18.00 სთ-ზე დასრულდება.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე students.emis.ge
მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს. მობილობის შედეგები საიტზე 26 აგვისტოს აისახება, 27-დან სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის მასალები.სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლოა დადგენილი ჰქონდეთ ჩარიცხვის გარკვეული წინაპირობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები