სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება

სენაკში ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედანი აშენდება. ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა თავად ზაზა ფაჩულიამ ჩადო.

მშენებლობის დაწყების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, ზაზა ფაჩულიასა და კომპანია “გალფის” თანამშრომლობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები