„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამო გაიმართება
17 აგვისტოს, 21:00 საათზე, „ბლექ სი არენა“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები, მეორე ნაწილში კი კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება.
მონაწილეობენ:
თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი “რუსთავი”, ვახტანგ კახიძე, ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი.