შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა
შავ ზღვაში, ტუაპსესთან რუსულ ხომალდზე ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად ის ჩაიძირა.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის მომენტში ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანის ევაკუაცია მოხერხდა.
დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
წინასწარი ვარაუდით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, ძრავის აალება გახდა.