ლატვიის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი სამხედრო სწავლებაზე ბალტიის ზღვის ბლოკირების სცენარს ავითარებს
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი სამხედრო სწავლებაზე – „ოკეანეს ფარი“ ბალტიის ზღვის გადაკეტვის სცენარს ავითარებს.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის ფლოტი ბალტიის ზღვაში ნატო-ს ძალების წვდომის შეზღუდვას სწავლობს.
„ოკეანეს ფარში“, რომელიც დღეს მთავრდება, 10 600 სამხედრო მოსამსახურე, 49 სამხედრო გემი და 20 უზრუნველყოფის გემია ჩართული, ასევე, 50-ზე მეტი საფრენი აპარატი.