თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

“საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილებით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი 11 აგვისტოს დაინიშნება. კომპანია აღნიშნულის მიზეზად საკურორტო სეზონზე გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას ასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
“საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან, ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
11/08/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი №888/887
გასვლა- თბილისი – 09:05; ჩასვლა-ბათუმი – 14 :42; გამოსვლა-ბათუმი – 18:30; ჩამოსვლა- თბილისი – 00:07.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში”, – აღნიშნულია “საქართველოს რკინიგზის” განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები