“2019 წელს პრემია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არცერთ თანამშრომელზე არ გაცემულა”

2019 წელს პრემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს არცერთ თანამშრომელზე არ გაცემულა, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას სამინისტროში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით.
განვმარტავთ, რომ 2019 წლის განმავლობაში  პრემია სამინისტროს აპარატის არცერთ თანამშრომელზე არ გაცემულა.
აქვე ვაზუსტებთ, რომ სამინისტროების გაერთიანების შემდეგ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში, გარდა საჯარო სკოლებისა, შედის: 219 საბიუჯეტო ორგანიზაცია, მათ შორის 14 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 62 საგანმანათლებლო რესურსცენტრი, 143 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
შესაბამისად, პრემირებულ თანამშრომლებში იგულისხმება სახელმწიფო თეატრების, მუსიკალური ცენტრების, მუზეუმების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სპორტული ფედერაციების, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების როგორც შტატიანი, ასევე, შტატგარეშე თანამშრომლები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები