განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის “ბუქებს” გაუმჯობესებული “ნეთბუქებით” ანაცვლებს

“ახალი სასწავლო წლიდან, ყველა პირველკლასელი საჩუქრად განახლებულ და გაძლიერებულ “ნეთბუქს” მიიღებს, რაც მოსწავლეებს საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება”, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა ძველი „ბუქები“, რომლებიც რეფორმით დაანონსებული სწავლების სტანდარტებს ვეღარ პასუხობდა. ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები როგორც ტექნიკური მახასიათებლებით, ასევე განახლებული პროგრამებით აღჭურვილი კომპიუტერებით ისწავლიან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპიუტერები აღჭურვილი იქნება „მაიკროსოფტ 365-ის“ ლიცენზირებული პროგრამებით. ასევე, გაორმაგდა მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, რაც უფრო მეტი პროგრამის ინსტალაციისა და გაორმაგებული სიჩქარით მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
უწყების ცნობით, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები