სოფიო ქაცარავა: საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე მიღებულ რეზოლუციებსა და ანგარიშებს ზრდის

“რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე საერთაშორისო საზოგადოების მიერ მიღებულ რეზოლუციათა რიცხვი გაიზარდა, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განაცხადა.
“ჩვენი ძალისხმევის შედეგად, პირველად ამოქმედდა საერთაშორისო შემზღუდავი ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით; გაიზარდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე მიღებული რეზოლუციების, ანგარიშების რაოდენობა”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდამჭერი განცხადება საქართველოს დეოკუპაციის სწორი პოლიტიკის შედეგია.
“გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდამჭერი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს სწორ, თანმიმდევრულ და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას. ჩვენი ხელისუფლების ინტენსიური მუშაობის შედეგად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დეოკუპაციის საკითხი მუდმივად განიხილება საერთაშირისო ტრიბუნებზე, მათ შორის – ეუთო-ს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და ნატო-ს ტრიბუნებზე”, – განაცხადა ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები