აზერბაიჯანში ქართველი ტურისტების რაოდენობამ იმატა

აზერბაიჯანში ქართველი ტურისტების რაოდენობამ, ივლისის მონაცემით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,6%-ით მოიმატა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოში განაცხადეს. უწყების მონაცემით, ქვეყანას წელს 365 ათასი ტურისტი ეწვია, მათგან 128,5 ათასი რუსეთიდან არის.
ამასთან, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქართველი ტურისტების რაოდენობის მატებაც შეინიშნება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ამბიციური გეგმის განხორციელება დაანონსდა, რომლის მიხედვითაც წელიწადში ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა 3 მილიონამდე უნდა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები