ვანში აგვისტოს ომის გმირის, შალვა ტრაპაიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

0

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში  N15 ქუჩას, თავისი შესახვევითა და ჩიხებით, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული შალვა ტრაპაიძის სახელი მიენიჭა.
შალვა ტრაპაიძე 1978 წლის 31 აგვისტოს  სოფელ სალხინოში დაიბადა. ბავშვობიდანვე მისი სურვილი და ოცნება იყო, ყოფილიყო ღირსეული ჯარისკაცი. მსახურობდა გორის მეოთხე ბატალიონში. 2008 წლის აგვისტოს ომის წინა ხაზზე ბრძოლისას ის თანამებრძოლებს ბოლომდე ამხნევებდა – „გამაგრდით, ბიჭებო, არ შეშინდეთ!”.
შალვა ტრაპაიძე ცხინვალთან გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის, იმერეთის სამმართველოს წარმომადგენელი ვანში, შინდისის ომის გმირის, მიხეილ დვალიშვილი – ალექსანდრე ლილუაშვილი, შალვა ტრაპაიძის ოჯახის წევრები და ვეტერანები.

კომენტარები

კომენტარი