რუსთავში 2008 წელს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

0

​ქალაქ რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგიმ (ბუაჩიძემ) 2008 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, ხოლო ანსამბლმა „მე რუსთველი” ქართული საგალობლები შეასრულა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული რუსთაველი მეომრების: ვახტანგ გზირიშვილის, ლევან იოსებიძის, გიორგი ჯავახიშვილის და კახაბერ თავგორაშვილის ოჯახის წევრებს ფოტოალბომები გადაეცათ, სადაც ჯარისკაცების ბიოგრაფიული მონაცემები და ცხოვრების ამსახველი ფოტომასალაა განთავსებული.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი, 90-იანი წლების აფხაზეთისა და სამაჩაბლოს და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე, გიორგი ედილაშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ვეტერანები.

კომენტარები

კომენტარი