თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ისნისა და სამგორის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო “სამგორი”-ს მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამგორის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ხარაბაძის, ანდღულაძის, ჯიქიას, ანთიმოზ ივერიელის, ლაღიძის, ბზითაგორის, ოსიპ მანდელშტამის, ტატიშვილის, მიხეილ გახოკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, ბუკისციხის, რომანოზ ხომლელის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, მაისურაძისა და ზანდუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების II, IV კვარტლების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების II, IV, V კვარტლების, ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონების, სამგორი-II დასახლების, ფრანგულიანის, ელენე გოკიელისა და ორახელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ბოდბის, ლუსინიანისა და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, მუხიანის II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ათონელის, ჭანტურიას, ვირსალაძისა და გოგებაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის, რობაქიძის გამზირის, ქსნისა და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლებისა და ანაპს 414-ე დივიზიის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის ქუჩის მცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები