სიღნაღში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი ექიმის, გიორგი აბრამიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომიდან თერთმეტი წელი გავიდა. ომის დროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში სიღნაღელი ექიმი, გიორგი აბრამიშვილი გარდაიცვალა.
სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა, გოგა აბრამიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, მისი საფლავი მოინახულეს და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გიორგი აბრამიშვილი  2008 წლის 12 აგვისტოს  გორში  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ჰოსპიტალის დაბომბვის დროს გარდაიცვალა. მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და 12 წლის ვაჟიშვილი) დარჩა.
სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, გოგა აბრამიშვილის ოჯახს, ტრადიციულად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი ჩაერიცხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები