„ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“ – ნორვეგიაში, საქართველოს საელჩოში, დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, ნორვეგიაში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა ფოტოგამოფენა და მოკლე დოკუმენტური ფილმის – „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“ ჩვენება.
ღონისძიებას ნორვეგიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.