აგვისტოს ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის სახელობის ქუჩა დღეს ოფიციალურად გაიხსნა

2008 წლის ომში დაღუპული უმცროსი სერჟანტის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი ისანში, ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე უსახელო ქუჩასა და მასთან არსებულ სამ შესახვევს მიენიჭა და დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიებას, სერჟანტის ოჯახთან ერთად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუჩისთვის გმირის სახელის მინიჭება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გასული წლის 11 სექტემბერს გადაწყვიტა.
უმცროსი სერჟანტი უშანგი (შმაგი) სოფრომაძე ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. დაჭრილი თანამებრძოლების გამოყვანისას იგი ტყვედ ჩავარდა. მას რამდენიმე დღის განმავლობაში აწამებდნენ, სახელმწიფო დროშაზე ფეხის დადგმაზე უარის თქმის შემდეგ კი დახვრიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები