ბორჯომში მუსიკალური საღამო გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ბორჯომში მუსიკალური საღამო გაიმართა. ამჯერად, ცენტრალურმა პარკმა მომღერალ სალომე შუბითიძეს უმასპინძლა. მასთან ერთად ცნობილი სიმღერები მსახიობმა გიორგი ცაავამ შეასრულა.
საღამოს მერის მოადგილე დავით ზაალიშვილი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე დაესწრნენ.
9 აგვისტოს მუნიციპალიტეტი დავით არჩვაძის, ოთარ ჩუხრუკიძის, ანსამბლ “ოქტავასა” და პოეტ მაკა ბლიაძის მონაწილეობით, კიდევ ერთი ლამაზი ღონისძიება გაიმართება. 10 აგვისტოს კი ცენტრალური პარკის სცენა აჩიკო ნიჟარაძეს დაეთმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები