ომბუდსმენი: დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს

„2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„2008 წლის აგვისტოს ომი უმძიმესი დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. კონფლიქტმა ზიანი მიაყენა, ასევე, ადამიანურ ურთიერთობებს. იქ, სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, მჭიდრო იყო ნათესავური და მეგობრული კავშირები, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. 2014-2018 წლებში ქართული მხარის მიერ აღრიცხულ იქნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან 1700-მდე ადამიანის დაკავება/გატაცება”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები