შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგოტ ვალსტრემი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, შვედეთი რუსეთს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
„დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. შვედეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. რუსეთი საერთაშორისო ნორმების დარღვევით რჩება აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”. მოვუწოდებთ რუსეთს, 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. იმავე წლის სექტემბერში რუსეთმა საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები