მამუკა ბახტაძე: ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს

“საქართველოს ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2008 წელი იყო ამის გაგრძელება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე”  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი შეცდომაა, მათ შორის – მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობისა, რომ ამ თემაზე შესაბამისი და სწორი აქცენტი არ ისმებოდა.
“ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ქართული მოსახლეობის დევმა დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. 2008 წელი იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს, სამწუხაროდ, ძალიან ხილული იყო. ისინი, ვინც ამ თემაზე სპეკულირებენ, აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში. ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. მინდა, მოსახლეობას მივმართო, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები