შალვა ნათელაშვილი: დუმა იწყებს დადგენილების პროექტის განხილვას იმის თაობაზე, რომ ოსებს გენოციდი მოვუწყვეთ

“რუსეთის ხელისუფლება აპირებს, მიიღოს დადგენილება, თითქოს, ჩვენ მოვაწყვეთ ოსი ხალხის გენოციდი”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საუბრობს და ხელისუფლებას საპირისპირო დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს.
“მიიღეთ დადგენილება, რომლის პროექტსაც ახლა მე წავიკითხავ. სხვა შემთხვევაში, პუტინი აპირებს იმავე დადგენილების მიღებას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იქ ჩვენ ვართ გენოციდის ავტორები.
დადასტურებულად იქნას ცნობილი ისტორიული და მიმდინარე გენოციდი ქართველი ხალხის გასანადგურებლად. მეორე – არსებული ფაქტობრივი მტკიცებულებისა და მასალის საფუძველზე, ყველა სახელმწიფო ორგანომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ქართველი მხილებული ეჭვმიტანილი თანამონაწილე პირთა მიმართ ხალხის გენოციდში სისხლისა და საერთაშორისო სამართლებრივი დევნის განხორციელება.
მესამე – ეთხოვოს მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ქვეყნის მთავრობას, პარლამენტებს, აღიარონ ქართველი ხალხის ისტორიული და მიმდინარე გენოციდი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები