სოზარ სუბარი: რომ არა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, ჰამერბერგის ძალისხმევა, ვერ მოხდებოდა ჩვენი გმირებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გადმოსვენება ოკუპირებილი ტერიტორიებიდან

“მოღალატეობრივი პოლიტიკა იყო მიხელ სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველომ დაკარგა რამდენიმე კვადრატული მეტრი თუ კილომეტრი ქვაღორღიანი ადგილი. მას საერთოდ არ ახსოვდა დაკარგული 151 სოფელი, მოკლული ჩვენი გმირები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ტყვეები, რომელთა გამოხსნა საერთოდ არ აინტრესებდა საქართველოს ხელისუფლებას და ვერც მოხდებოდა მათი გამოხსნა, რომ არ ყოფილიყო ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამერბერგის ძალისხმევა”, – ამის შესახებ რეგიონალური მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც 2008 წელს ევროსაბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციამ, სადაც ომის დამწყებად დამნაშავედ გამოყვანილია საქართველო, ეს არის საჩუქარი რუსეთის ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ დიპლომატიურ ომში და დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ამ “საჩუქრის” გასაქარწყლებლად.
სოზარ სუბარმა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ სააკაშვილია ის ადამიანი და მისი გუნდის წევრები საქართველოში, რომლებიც ცდილობენ, მთელი აქცენტი გადაიტანონ არა რუსეთის დანაშაულზე, არა ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არა ადამიანების წამებაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე, სახლების გადაწვაზე, არა ქართველი ჯარისკაცების წამებაზე, არამედ   ქართველი ჯარისკაცების ვითომ დანაშაულზე ცდილობენ ხელის შეხოცვას, რომლებმაც მართლა გმირულად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და ტერიტორია.
,,ეს არის უმძიმესი დღე, უდიდესი ტრაგედია თანამედროვე საქართველოს ისტრორიაში – დღე, რომელსაც შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, 151 მიწასთან გასწორებული სოფელი, სადაც, სახლი კი არა, ქვა-ქვაზე აღარ დატოვაოკუპანტმა, 30 ათასზე მეტი ახალი დევნილი გამოყრილი თავისი სახლებიდან ასეულობით დახვრეტილი თუ ომში მოკლული ჩვენი თანამემამულე – როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე ჯარისკაცები ბევრი გმირი გმირულად დაღუპული, ბევრი ჯარისკაცი, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსთვის და ნაწამები არაერთი ადამიანი, ომის შემდეგ ტყვეობაში არაადამიანურად ნაწამები. ეს იყო დღე, როდესაც, პრაქტიკულად, ოკუპანტებმა წელში გაწყვიტეს საქართველო იმიტომ, რომ აღებული იქნა გორი, აღებული იქნა მთელი შიდა ქართლი; საქართველო იყო გაწყვეტილი ორ ნაწილად და ბოლომდე მოხვდა საქართველოს ულამაზესი და ძირძველიკუთხის – აფხაზეთის ოკუპაცია, კოდორის ხეობის ოკუპაცია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
,,სააკაშვილი ცდილობს, გადაიტანოს ისრები იქეთ, თითქოს, ეს ქართველი ჯარისკაცების გასამართლებაა. ფაქტებს შევხედოთ – როდესაც ჩვენ წარვადგინეთ მტკიცებულებები რუსეთის წინააღმდეგ ამ სასამართლოში, რუსეთმა დატოვა ჰააგის ტრიბუნალი. ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა იცის, ვინ არის დამნაშავე და რუსეთს ეს შინია იმ მტკიცებულებების, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ. მაგრამ სწორედ სააკაშვილია ის ადამიანი და მისი გუნდის წევრები საქართველოში, რომლებიც ცდილობენ, რომ მთელი აქცენტი, გადაიტანონ არა რუსეთის დანაშაულზე, არა ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არა ადამიანების წამებაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე, სახლების გადაწვაზე, არა ქართველი ჯარისკაცების წამებაზე, არამედ ქართველი ჯარისკაცების ვითომ დანაშაულზე ცდილობენ ხელის შეხოცვას, რომლებმაც მართლა გმირულად დაიცვეს სამშობლოს მთლიანობა და ტერიტორია. რაც შეეხება მოღალატეობრივ პოზიციას – როდესაც რუსულმა ტანკებმა, როდესაც ისინი მოდიოდნენ გორიდან აღმოსავლეთისკენ, აუხვიეს ორჭოსანთან, გამოვიდა იმ ხელისუფლების წარმომადგენლი და თქვეს  – ვაშა, გადავრჩით. თურმე, ორჭოსანთან აუხვიეს და, თურმე, ახალგორი არ არის ქართული ტერიტორია; თურმე, ძირძველი ტერიტორიების ოკუპირება არაფერია  და ეს არის საზეიმო, ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია”, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, სააკაშვილი ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში, საარჩევნო კამპანიისას აცხადებდა რომ, რამდენიმე კვირა დარჩა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და რითაც, პრაქტიკულად, აქეზებდა ოკუპანტს, რომ შემოჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები