“ბილაინის” აბონენტები როუმინგის ინტერნეტპაკეტებზე სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

7 აგვისტო, 2019 – “ბილაინი”, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, მომხმარებლებს საშუალებას აძლვევს ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებით როუმინგში, რომელიც ინტერნეტ პაკეტებზე 50%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ბილაინის აბონენტებს სასურველი ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება შეუძლიათ, როგორც მობილურ აპლიკაციის – Mybeeline, ასევე, USSD კოდის მეშვეობით. “ბილაინი” როუმინგის მომხმარებელებს სამი სახის ინერნეტ პაკეტს სთავაზობს:
• 200 MB – 10 ლარად (20 ლარის ნაცვლად)
აქტივაციის კოდი: *220*09#
• 500 MB – 20 ლარად (40 ლარის ნაცვლად)
აქტივაციის კოდი: *220*11#
• 1GB – 30 ლარად (60 ლარის ნაცვლად)
აქტივაციის კოდი: *220*13#
ინტერნეტ პაკეტით სარგებლობა შესაძლებელია მისი გააქტიურებიდან 14 დღის განმავლობაში.
ბილაინის როუმინგის და სხვა შეთავაზებები ვრცლად წარმოდგენილია MyBeeline აპლიკაციასა და ვებგვერდზე www.beeline.ge
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
media@beeline.ge
“ბილაინის” შესახებ
ბრენდი “ბილაინი” (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები