ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებელი ლავრენტი მანაგაძე გარდაიცვალა

ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ავრცელებს და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“საქართველოს უროლოგთა ასოციაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ასოციაციის დამფუძნებელი, თანამედროვე ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე.
ბატონი ლაური იყო:
ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის კათედრის ხელმძღვანელი;
საქართველოს პარლამენტის წევრი; ევროპის უროლოგთა ასოციაციის საპატიო წევრი; ამერიკის უროლოგთა ასოციაციის, ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და სომხეთის ქირურგიულ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი;
ალექსანდრე წულუკიძის სახელობის მედლის ლაურეატი;
ღირსების ორდენის კავალერი;
ბრწყინვალების ორდენის კავალერი.
შეუფასებელია მისი წვლილი ქართული უროლოგიისა და მედიცინის განვითარებში”, – აღნიშნულია საქართველოს უროლოგთა ასოციაციის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები