ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ სწავლებას უკრაინაში გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გვირაბებში, შახტებსა და ტექნიკურ ჭებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით კვალიფიკაციას იმაღლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
სწავლება უკრაინაში, ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის ოპერატიულ სასწავლო ცენტრში ტარდება. კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკულ სწავლებებს.
ტრენინგში მონაწილეობას თბილისის საგანაგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 10 მაშველი იღებს.
13-დღიანი სწავლების ფარგლებში, ქართველი მაშველები პროფესიონალიზმს აიმაღლებენ და, სხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად, კოორდინირებული მუშაობის წარმართვის კუთხით გამოცდილებას შეიძენენ. გარდა ამისა, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რთულ გარემოპირობებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების მიმართულებით დაგროვილ პრაქტიკას ერთმანეთს გაუზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები