პრემიერი საკრებულოში იმ პროგრამას წარადგენს, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად შეძენა იქნება შესაძლებელი

თბილისის საკრებულოში საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე იმ პროგრამის შესახებ ისაუბრებს, რომლითაც პენსიონერები, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის 1 ლარად შეძენას შეძლებენ.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.
მათივე ცნობით, ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები