სამხატვრო აკადემიის ორმა სტუდენტმა დრეზდენში მოღვაწე მხატვრის, ალეკო ადამიას სტიპენდია მოიპოვა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის,  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის, ფერწერის მიმართულების სტუდენტებმა – ნატალია ლაშხმა და ნანუკა გოგოლაშვილმა მოიპოვეს დრეზდენში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ალეკო ადამიას სტიპენდია და 11 აგვისტოს მიემგზავრებიან დრეზდენის საერთაშორისო გამოფენაზე – „კულტურა/სინქრონი“ მონაწილეობის მისაღებად.
თბილისის სამხატვრო აკადემიის ინფორმაციით, სტუდენტები მათ ხელმძღვანელებთან, მარიამ შაქარაშვილსა და ბექა საყვარელიძესთან ერთად, იმუშავებენ ალეკო ადამიას სახელოსნოში.
20 აგვისტოს გაიმართება გამოფენა, ხოლო 25 აგვისტოს პუბლიკა გამოავლენს საუკეთესო ფერწერული ნამუშევრის ავტორსა და „კანალეტოს“ პრიზის, 1000 ევროს მფლობელს.
დრეზდენი და ფესტივალი – Palais Sommer უკვე 7 წელია მასპინძლობს ახალგაზრდა მხატვრებს საქართველოდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები