აშშ-მ რუსეთს „სკრიპალების საქმის“ გამო დამატებითი სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუსეთს წინააღმდეგ „სკრიპალების საქმესთან“ დაკავშირებით დამატებითი სანქციები დაუწესა – განაცხადა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
“სანქციების პირველი ნაწილის დაწესების შემდეგ, რუსეთმა, ამერიკის კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისი გარანტიები არ წარუდგენია. ამიტომ სანქციების მეორე პაკეტს ვაწესებთ“, – აღნიშნა ჩინოვნიკმა.
რუსული გრუ-ს ყოფილი ოფიცერი და მისი შვილი, სერგეი და იულია სკრიპალები, 2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
ლონდონის განცხადებით, მოწამვლის უკან მოსკოვი დგას, რასაც რუსეთში კატეგორიულად უარყოფენ.
სკრიპალების მოწამვლის გამო, ბრიტანეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.
ანალოგიურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ მოიქცა, მათ შორის საქართველოა, რომელმაც შვეიცარიის საელჩოს რუსელი სექციიდან დიპლომატი გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები