შალვა პაპუაშვილი – „იმედის ბანკზე“: თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია საკუთარ ბანკს შექმნის, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.
“თუკი ასეთი ბანკი შეიქმნება და იქნება შესაძლებელი, რომ ფიზიკურმა პირებმა გახსნან ანგარიში, მე აუცილებლად გავხსნი ანგარიშს”,- აღნიშნა პაპუაშვილმა.