მადურომ აშშ-ის სასამართლოს მის წინააღმდეგ ბრალდებების მოხსნა მოსთხოვა
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ადვოკატმა აშშ-ის სასამართლოს ვენესუელელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თხოვნით მიმართა, რადგან აშშ-მა მისი თავდაცვის კონსტიტუციური უფლება დაარღვია,- ამის შესახებ AP წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის მიერ მადუროს სასამართლო ხარჯების დასაფარად გამოყოფილი თანხები დაბლოკა.
“მადუროს, როგორც ვენესუელის სახელმწიფოს მეთაურს, უფლება აქვს, მისი სასამართლო ხარჯები ვენესუელის მთავრობამ დააფინანსოს“, – წერს ადვოკატი.
შეგახსენებთ, 2026 წლის 3 იანვარს აშშ-მა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და ქვეყნის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დააკავა.