სპეციფიკური ნარჩენების წარმომქმნელებისთვის უფასო ტრენინგი გაიმართება
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასთან” არსებული „ეკო აკადემია“ სპეციფიკური ნარჩენების წარმომქმნელებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგს გამართავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) იქნება.
“ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სპეციფიკური ნარჩენების ელექტრონული სისტემა და მისი მუშაობის პრინციპები,მგვ-ს საკანონმდებლო ჩარჩო, კომპეტენციები, უფლება-მოვალეობები და კონტროლის მექანიზმები, მგვ ორგანიზაციის საკანონმდებლო ვალდებულებები და მათი აღსრულება, ნარჩენების წარმომქმნელებისთვის მოქმედი რეგულაციები.
,,ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ტრენინგს ნარჩენების მართვის სფეროს სპეციალისტები გაუძღვებიან. აღნიშნულ ტრენინგზე დასწრება უფასოა, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ”,- წერია ინფორმაციაში.