შალვა პაპუაშვილი: ევროპის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჭკუა არ მოეკითხება – ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქართველ ხალხთან დაკავშირებით

“ევროპის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჭკუა არ მოეკითხება. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქართველ ხალხთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად არაერთი მავნე მცდელობისა საქართველო და თავისუფალი მედია ჩვენს ქვეყანაში აგრძელებს ცხოვრებას.

„ევროპის დღევანდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ჭკუა არ მოეკითხება. ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი მავნე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც საბედნიეროდ არის, რომ იმდენად არაკვალიფიციურ ხელმძღვანელობასთან გვაქვს საქმე, ისინი ვერ აზიანებენ ვერც თავისუფალ სიტყვას, ხედავთ თქვენ, რომ აგერ საქართველოც და თავისუფალი მედიაც აგრძელებს ცხოვრებას, არაფერი შეცვლილა. ასევე ვერ დააზიანებენ ქართველ ხალხს. ერთადერთი, რაშიც გაგვიმართლა, რომ არის არაკვალიფიციური ხალხი, რომელიც ცდილობს ჩვენს დაზიანებას და ეს არაკვალიფიციურად გამოსდის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები