პაპუაშვილი – ხოშტარიაზე: თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის

“თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: “კიდევ რამდენი ხანი უნდა იჯდეს ელენე ხოშტარია, ოთხი შვილის დედა ციხეში, რომელიც ბანერზე წარწერის გაკეთების გამო დააკავეს”.

პაპუაშვილის თქმით, ხოშტარიამ იცოდა რასაც აკეთებდა.

„მსგავსი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები ყველაფერთან ერთად იმიტომაც არის საშიში, რომ მას არ აქვს მკაფიო პოლიტიკური მოტივაცია. ეს არ არის მხოლოდ ხულიგნობა, არამედ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. შესაბამისად, ყველა ქვეყანაში მსგავსი დანაშაულების მიმართ არის მკაცრი მიდგომა. ოთხი შვილის დედა რომაა, ამავე დროს გულისხმობს იმას, რომ არის ზრდასრული ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა ალბათ გააზრებული აქვს შვილების აღზრდაზე. შესაბამისად, საკუთარ თავზეც პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს. მან [ხოშტარიამ] იცოდა რასაც აკეთებდა, რა პასუხისმგებლობა მოჰყვება ამ ყველაფერს, ეს გააკეთა და ახლა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. თუ ზრდასრულ ადამიანს იმის სითამამე ჰყოფნის, რომ კანონი დაარღვიოს, იმის სითამამეც უნდა ეყოს, პასუხი აგოს ამ დარღვევისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები