თენგიზ შარმანაშვილი: ყველაფერს გაკეთებენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ, მაგრამ ამ ნაბიჯების გადადგმას ბევრი ქვეყანა მხარს არ უჭერს
“ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ თქვა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ ქართველ ხალხს, ყველაფერზე არიან წამსვლელები,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერს გაკეთებენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ, მაგრამ ამ ნაბიჯების გადადგმას ბევრი ქვეყანა მხარს არ უჭერს.
„ამაზე დიდი ხანი ვსაუბრობდით. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი, საერთოდ არ აქვთ არც ქართველი ხალხის ინტერესი და არც სამშობლოსი, რაზეც ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ უპასუხა, რომ მზად არიან, ზიანი მიაყენონ არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ საქართველოს და ქართველ ხალხს. ყველაფერს გაკეთებენ, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ, მაგრამ ამ ნაბიჯების გადადგმას ბევრი ქვეყანა მხარს არ უჭერს და სკეპტიციზმი ახლავს. თან არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელიც ჩვენი მხარდამჭერები არიან, სლოვაკეთი და უნგრეთი, არამედ სხვებიც. ოპოზიციონერები ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნებისმიერ დესტრუქციაზე – ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილა საქართველოში, ოღონდ კი, ხელისუფლებაში მობრუნება მოახერხონ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.