ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენის შედეგები ცნობილია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უცხოური ენის პასუხები გამოქვეყნდა.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საიდენტიფიკაციო ნომერი. შედეგებთან ერთად, განთავსებული იქნება აბიტურიენტის ნაშრომის ასლი და მიღებული ქულა.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (“მაგთი”, “ჯეოსელი”) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
„სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადებები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შეეძლებათ შედეგების გასაჩივრებაც. ვადებსა და სხვა დეტალებზე ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები