ედიშერ გვენეტაძე: ბოლო ხანებში ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კონსორციუმის მხრიდან საკუთარი უუნარობის გამართლების მცდელობაა

“ბოლო ხანებში ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი კონსორციუმის მხრიდან საკუთარი უუნარობის გამართლების მცდელობაა“, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ბოლო ხანებში ანაკლიის პორტის გარშემო ატეხილი უზარმაზარი აჟიოტაჟი, თითქოს, ხელისუფლებას არ სურს ანაკლიის პორტის აშენება, ვფიქრობ, კონსორციუმის მხრიდან საკუთარი უუნარობის (თანხების ვერმოძიების გამო) გამართლების მცდელობაა. რატომ? იმიტომ, რომ ანაკლიის პორტის აშენება თავად სახელმწიფოს მიერ იყო დაანონსებული და ამ დღეებშიც მუდმივად გაისმის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ, რაც უნდა იყოს, ის მაინც აშენდება. ამდენად, ანაკლია საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებშია, ამიტომაც კერძო პირებისგან მის სხვა სიბრტყეზე გადაყვანა (პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ჭრილში) მათ მიერ საქმის თავის ვერმობმის გამო მე მაინც მგონია საკუთარი თავის გამართლების მცდელობა. აქ ხომ ყველაფერი სახელმწიფოს უნდა დაბრალდეს. ცხონებული ნოდარ დუმბაძის არ იყოს: „სახელმწიფო ჩვენთან ხომ მეწველი ძროხა ჰგონიათ…“, – წერს გვენეტაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები