დავით კეზერაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება

 საფრანგეთში, ქ. ექს-ან-პროვანსის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა, პროცესი კი 3 თებერვალს განახლდება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. სასამართლო დავით კეზერაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს მიიღებს. თუმცა, 3 თებერვალს გაირკვევა, გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო გირაოს სანაცვლოდ კეზერაშვილს 27 თებერვლადმე.
შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ე.წ. „რიყისა“ და ტელეკომპანია „იმედის” გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის სასამართლოში კეზერაშვილის ინტერესებს ადგილობრივი ადვოკატები იცავენ.
პატიმრობაში მყოფი კეზერაშვილის პროცესის ამსახველი პირველი ფოტომასალა ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოდან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

1548075_1407248229523655_61695414_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები