11 სექტემბრის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი აშშ-ის ხელისუფლებას ჩვენების მისაცემად პირობას უყენებს

ნიუ იორკში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი, სავარაუდო ორგანიზატორი – ჰალიდ შეიჰ მოჰამედი თავდასხმაში საუდის არაბეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად არის მზად.
სანაცვლოდ ის ითხოვს, მისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის არ იყოს გამოტანილი.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გაზეთის ინფორმაციით, ბრალდებულმა გუანტანამოს ციხიდან მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შესაბამისი შინაარსის წერილი გაგზავნა.
ფედერალური სასამართლო, ამჟამად, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ნათესავების სარჩელს განიხილავს. მოსარჩელე მხარე საუდის არაბეთს „ალ-ქაიდას“ დაფინანსებაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესის ფარგლებში, მოსარჩელეთა ადვოკატებმა საქმეზე დაკავებული სამი პირის დაკითხვა მოითხოვეს.
WSJ-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის მთავრობის ადვოკატმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავები გაიტაცეს და ნიუ იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრისა და პენტაგონის შენობებისკენ მიმართეს.
ტერაქტის შედეგად 80 ქვეყნის, სულ მცირე, 3 ათასზე მეტი მოქალაქე დაიღუპა.
2003 წელს დაკავებულმა ჰალიდ შეიჰ მოჰამედმა განაცხადა, რომ ის „ალ-ქაიდან“ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები