თეთრი სახლი თეირანთან შეთანხმების დადებას 6 აპრილისთვის ვარაუდობს

შეერთებული შტატები ირანთან შეთანხმების დადებას 6 აპრილისთვის ვარაუდობს.

ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც აშშ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს 10 დღით, 6 აპრილამდე, აჩერებდა.

კითხვაზე, თუ რას იმედოვნებდა აშშ ამ ვადებში, ლივიტმა განმარტა, რომ ტრამპს შეთანხმება სურს.

“დრო იწურება, მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება ამ 10-დღიანი პერიოდის შემდეგ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ ირანმა შეერთებული შტატებისგან პაკისტანისა და სხვა შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზება მიიღო, თუმცა ვაშინგტონთან პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები