თენგიზ შარმანაშვილი – ვიფიქრე, ალეკო ელისაშვილი რაღაცას ნანობს-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს ეს ყველაფერი გაცნობიერებული არ აქვს – ახალგაზრდებს ცუდი მაგალითი მისცა

“ვიფიქრე, ალეკო ელისაშვილი რაღაცას ნანობს-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გაცნობიერებული არ აქვს. ახალგაზრდებს ცუდი მაგალითი მისცა,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ სასამართლოს შენობაში ღამე შეიჭრა და მისი გადაწვა მოინდომა.

„მეგონა, ალეკო ელისაშვილი გააცნობიერებდა, რა ჩაიდინა. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ სასამართლოს შენობაში ღამე შეიჭრა და მისი გადაწვა მოინდომა. ეს ხალხის ქონება, შენობაა, მათი ფულია გადახდილი, რაც ნადგურდებოდა. მისი მხრიდან რა პოლიტიკური ნაბიჯი იყო ეს? – ვიფიქრე, რაღაცას ნანობს-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი გაცნობიერებული არ აქვს, რაც ცუდია. ხელისუფლების ჯინაზე წახვიდე და ხალხის ქონება დაწვა, რა გამართლება აქვს? – ამას გამართლებას ვერასოდეს მოუძებნის. ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ ჩაიდინა ეს. დეპუტატი იყავი, პარლამენტის წევრი, რაღაც წონა გაქვს და ახალგაზრდებს რას ასწავლის, ასეთი მეთოდის გამოყენება შეიძლება? ახალგაზრდებს ცუდი მაგალითი მისცა. თავიც დაიღუპა, როგორც პოლიტიკოსმა და ადამიანმა, რადგან ასეთ რამეს რომ ჩაიდენ, შემდეგ როგორ უნდა გაამართლო?“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები