“საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა, რაც ნათლად ჩანს როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე, გუშინდელი ზარის შედეგად” – ნიკოლოზ სამხარაძე

“საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებში უკვე არის პოზიტიური დინამიკა, რაც ნათლად ჩანს როგორც ვიზიტების გაცვლის, ასევე, გუშინდელი ზარის შედეგად – ვიმედოვნებთ, ურთიერთობების აღდგენა გადაიზრდება ურთიერთობების უფრო მეტ გაუმჯობესებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი სამუშაო პროცესი უნდა იყოს, რომელიც დროს მოითხოვს.

„ჩვენი ამოცანაა, ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობა იყოს. ამის თაობაზე განვაცხადეთ, როგორც ამერიკაში ვიზიტის დროს, ასევე პრემიერ-მინისტრმა მარკო რუბიოს გუშინ განუცხადა. სასიხარულოა, რომ ეს პროცესი დაიწყო. თბილისს სურს, რომ ვაშინგტონთან ურთიერთსასარგებლო, სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა ჰქონდეს, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოსა და ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე და იმაზე, რომ ორივე ქვეყანამ ამ სტრატეგიული პარტნიორობიდან სარგებელი მიიღოს.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, მათ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან მარგინალური ძალა გახდნენ. თავის თავის გარდა, არცერთი სეგმეტის პოზიციას არ გამოხატავენ. შესაბამისად, მათ ყურადღება აღარ უნდა მივაქციოთ, რადგან პოლიტიკური პროცესის მიღმა არიან დარჩენილი“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები