თურქეთში ბურსას მერი კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

თურქეთში, ბურსას რესპუბლიკური პროკურატურის მიერ „ქრთამის აღებისა და კორუფციის“ საქმის გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის ოთხ პროვინციაში მასშტაბური ოპერაციები ჩატარდა.

ოპერაციას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი ბურსას პროკურატურის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

55 დაკავებულს შორის იყვნენ ბურსას მერი მუსტაფა ბოზბეი, მისი მეუღლე და ქალიშვილი. მისი სახლი და მუნიციპალური შენობა გაჩხრიკეს. მერს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს.

ბურსას მერი მუსტაფა ბოზბეი, მისი ოჯახის წევრები და ათობით სხვა პირი ამჟამად კორუფციის ბრალდებით არიან დაკავებულნი. კიდევ ოთხი ეჭვმიტანილის ძებნა, რომელთა დაპატიმრების ორდერიც გაიცა, გრძელდება.

ადმინისტრაციულ შენობებსა და ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები