“იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით” – შარმანაშვილი

“იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეუძლებელია, აშშ-ს სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ჰქონდეს, სამხრეთ კავკასია კი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია.

„მართალია, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია. მან საქართველოსთან ურთიერთობის ინტერესი გამოხატა. ეს ინტერესი ადრეც გამოხატეს და ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტებიც იყო ამერიკაში. იმედია, მარკო რუბიოს ეს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით. შეუძლებელია, ამერიკას სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ჰქონდეს. კარგად იცით, რომ სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ამერიკის მხრიდან ეს ინტერესი მისაღები და გასაგებია. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული ურთიერთობა და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ, ვიდრე მანამდე იყო.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვინმესთვის ყურის აწევა უნდა, არც ტრამპი დაინდობს ვინმეს და არც რუბიო. მათ ხელის წაშველება არ სჭირდებათ. რაიმე სათქმელი თუ ექმებოდათ, თავად იტყოდნენ და არც მოერიდებოდათ. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა, ყურის ასაწევად და შენიშვნებისთვის არ დაურეკავთ, პოზიციები მოსინჯეს, სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ითქვა კიდეც, რომ განხილვის თემა იყო შავი ზღვის აუზიც“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები